საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხორვატ კოლეგას შეხვდა

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით, მინისტერიალი იმართება.

მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, ბელგიის სამეფოში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ნატო-ს შტაბ-ბინაში თინა ხიდაშელი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

ხორვატ კოლეგასთან იოზიფ ბულიევიჩთან შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ხორვატიის მხარის მეტად ჩართულობაზე. ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა და მზაობა გამოხატა კიდევ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ამ მიმართულებით.

კოლეგები საუბრისას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც შეეხნენ. თინათინ ხიდაშელმა კოლეგა მაისის ბოლოს თბილისში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხეობის კონფერენციაზე დასასწრებად მოიწვია.

banner
წინა სტატიაშიციხისძირის ყოფილი სანერგე მეუნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე ხვალ საკომიტეტო მოსმენა გაიმართება
შემდეგი სტატია,,წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია”