ციხისძირის ყოფილი სანერგე მეუნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე ხვალ საკომიტეტო მოსმენა გაიმართება

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტები ხვალ, გაერთიანებულ სხდომაზე ციხისძირის ყოფილი სანერგე მეუნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე მოსმენას გამართავენ.

კომიტეტის სხდომაზე დაგეგმილია შესაბამისი უწყების წარმომადგენლებისა და სპეციალისტების მიწვევა.

ციხისძირიდან ხეების გადარგვის საკითხზე საკომიტეტო მოსმენა საპარლამენტო უმცირესობამ მოითხოვა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა გაითვალისწინა და საკითხის 11 თებერვლის საკომიტეტო სხდომის დღის წესრიგში ჩასმის გადაწყვეტილება მიიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგო რატიანის განცხადებით, ციხისძირში მდგომარეობა სავალალოა, საკითხისადმი მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა უნდა მიიღოს განცხადება დაწყებული სამუშაოების შეჩერების თაობაზე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, ციხისძირიდან სამი გიგანტური ხის გადატანაზე ნებართვა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ გასცა. მათივე განცხადებით, ხეები ბიძინა ივანიშვილს პირად რეზიდენციაში მიაქვს, რაც დაუშვებელია.

banner
წინა სტატიაშიკომიტეტის სხდომაზე ხვალ დავით ბაქრაძეს მოუსმენენ
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის მინისტრი ხორვატ კოლეგას შეხვდა