საქართველოს შეიარაღებული ძალები კი არ შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში

რამდენიმე მოსაზრება ქ-ნი სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზე რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. გუშინ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტობის “დამოუკიდებელმა” კანდიდატმა ქ-ნმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომი რუსეთმა ერთი საუკუნის წინ დაიწყო , ხოლო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის “ეს ნაწილი ” საქართველომ დაიწყოო. პირველი კითხვა: როგორც ცნობილია რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო იმპერატორ ალექსანდრე პირველის მანიფესტის საფუძველზე 1801 წელს გააუქმა. ანუ შეიძლება ითქვას რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი ერთი საუკუნის წინ კი არა 217 წლის წინ დაიწყო.
რაც შეეხება 2008 წლის ომს, სადაც ქ-ნი სალომე ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს, ჩნდება რამდენიმე კითხვა, კერძოდ : როგორ შეეძლო საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება, თუ საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა? ანუ საქართველოს შეიარაღებული ძალები კი არ შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, მათ შორის 8 აგვისტომდე გაცილებით ადრე.
2008 წლის 7 აგვისტოს 23.35 საათიდან საქართველომ საპასუხო სამხედრო ქმედებები განახორციელა იმ ბანდფორმირებების წინააღმდეგ, რომელიც 2 აგვისტოდან ქართულ სოფლებს ბომბავდნენ, შესაბამისად, საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებების წინაამღმდეგ სამხედრო ქმედებების წარმოების სრული იურიდიული და მორალური უფლება გააჩნდა.
და კიდევ რამდენიმე კითხვა ” დამოუკიდებელ” კანდიდატს. კერძოდ:
აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს არანაირი სამხედრო ქმედებებისთვის არ მიუმართავს, რუსეთმა კი ზემო აფხაზეთი დაიკავა. ომის “ეს ნაწილიც” საქართველომ დაიწყო?
რუსეთის სამხედრო ხომალდები ფოთის აკვატორიაში შემოიჭრნენ, “ომოს ეს ნაწილიც” საქართველომ დაიწყო?
რუსეთის სამხედრო -საჰაერო ძალებმა დაახლოებით 200-ჯერ დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე და სხვადასხვა დასახლებული პუნქტი ინტენსიურად დაბომბეს. “ომის ეს ნაწილიც” საქართველომ დაიწყო?
რუსეთმა განახორციელა კიბერშეტევა საქართველოს სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდებზე. “ომის ეს ნაწილიც” საქართველომ დაიწყო?-აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე

banner
წინა სტატიაში“თქვენი ქვეყნების ლიდერების მძლავრმა პროტესტმა ხალხს მომავალს რწმენა დაუბრუნა” – ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს მიმართავს
შემდეგი სტატიააგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის სასახლეებზე სახელწიფო დროშები დაეშვა