“თქვენი ქვეყნების ლიდერების მძლავრმა პროტესტმა ხალხს მომავალს რწმენა დაუბრუნა” – ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს მიმართავს

მრგვალი მაგიდა პოლონეთის, ლიეტუვას და ლატვიას საგარეო საქმეთა მინისტრების და უკრაინის ვიცე-პრემიერის მონაწილეობით – აგვისტოს 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულმა სტუმრებმა საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 10 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ დროს საქართველოში ჩამოვიდნენ მეგობარი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ირაკლი კობახიძის თქმით, მათმა პროტესტმა და საქართველოსადმი თანადგომამ შედეგი გამოიღო.

„თქვენი ქვეყნების ლიდერების მძლავრმა პროტესტმა მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის დარაზმვა საქართველოს მხარდასაჭერად და იმედი მოგვცა ჩვენ საქართველოს მოსახლეობას, რომ გადარჩებოდა საქართველოს მოსახლეობა და ეროვნული დამოუკიდებლობა. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დღეებში თქვენმა გვერდით დგომამ ჩვენ ხალხს მომავალს რწმენა დაუბრუნა. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აღმოჩენილი დახმარებისა და დახმარებისთვის. თქვენი მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის შემდეგაც, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პირობებში, საქართველოს განვითარებისა და წინსვლისათვის,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ომიდან 10 წლის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი და სტაბილური ქვეყანაა და ეს არის პასუხი რუსეთის აგრესიაზე,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე : შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ რუსეთის ფედერაციას, მაგრამ არასდროს არ დავივიწყებთ
შემდეგი სტატიასაქართველოს შეიარაღებული ძალები კი არ შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში