საქართველოს საზღვართან “ისლამური სახელმწიფოს” სამი მომხრე დააკავეს

საქართველოს საზღვართან

2 (1)საქართველო-რუსეთის საზღვარზე შუააზიის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც სირიაში აპირებდნენ გადასვლას, რომ “ისლამური სახელწმიფოს” ბოევიკებს შეერთებოდნენ -ამის შესახებ ჩრდილო ოსეთის უშიშროების სამსახური იუწყება.
უწყების თანამშრომლების თქმით, სამმა ახალგაზრდამ აღიარა, რომ სოციალური ქსელით ურთიერთობდნენ “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებთან, რომლებმაც მათ უსაფრთხო მარშრუტი ურჩიეს საქართველოდან.

ვლადიკავკაზის სასამართლომ დაკავებულებს ქვეყნიდან გაძევება და რუსეთში შესვლის სამუდამო აკრძალვა გამოუტანა განაჩენად.
2015 წლის ბოლოს, სირიის ელჩმა რუსეთში, რიად ხადადმა განაცხადა, რომ მისი მონაცემებით, სირიაში ტერორისტების მხარეს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან 10 ათასამდე ბოევიკი იბრძვის. 2014 წლის მონაცემებით, ტერორისტებს 1500 ბოევიკი შეუერთდა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, მათგან 840 რუსეთის მოქალაქე იყო.

banner
წინა სტატიაშიკობა დავითაშვილი: ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ისინი დაპატიმრებული იქნებიან თუ არა
შემდეგი სტატიაპოროშენკომ ალიევს ყირიმის უკრაინის ნაწილად აღიარებისათვის მადლობა გადაუხადა