კობა დავითაშვილი: ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ისინი დაპატიმრებული იქნებიან თუ არა

კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ მისი ცემის ფაქტის გახსნის შესახებ ინფორმირებული იყო და აცხადებს, რომ მისთის მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავეები დაპატიმრებულები იქნებიან თუ არა.

“ამ საქმის შემსრულებლებს, მე თავიდანვე შევუნდე და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ისინი დაპატიმრებული იქნებიან თუ არა. რაც შეეხება საქმის დამკვეთებს, მე ვერ ვხედავ ამ ადამიანებში სინანულის გრძნობას. ვერც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მხიდან, რომლებიც არ ნანობენ წარსულს. ადამიანს რომ შეუნდო როგორც მინიმუმ უნდა ნანობდეს და უნდა მალავდეს ასეთ ფაქტებს. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მე ამას ვერ ვატყობ. მათ არ ჰქონიათ ეს საქმე მანამდე გამოიძიებული და უფლება რომ მიეცეთ, იგივეს სიამოვნებით გააკეთებენ”,- აღნიშნა დავითაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნა.

 

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ველოდები როდის ავიღებ პასპორტს და მასში შენგენის ვიზას გადავხაზავ
შემდეგი სტატიასაქართველოს საზღვართან “ისლამური სახელმწიფოს” სამი მომხრე დააკავეს