„საქართველოს რკინიგზის” დელეგაციამ პოლონეთში გამართულ რიგით მესამე სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს რკინიგზის” დელეგაციამ პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრაკოვში გამართულ რიგით მესამე სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

მათივე ცნობით, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რომელთა შორის პოლონეთის სამთავრობო უწყებები, მსხვილი ბიზნესისა და სექტორის უცხოელი წარმომადგენლები იყვნენ.

„დავით ფერაძემ ყურადღება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე გაამახვილა და ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებსა და „საქართველოს რკინიგზის” ინიცირებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა. კონფერენციის ფარგლებში, კომპანიის დელეგაციამ, PKP LHS-ს წარმომადგენლებთან, ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა და ერთობლივი სამოქმედო გეგმაზე შეჯერდა, ევროპა-აზია-ევროპის მარშრუტზე დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის გამოყენებით.

ქართულმა მხარემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველო-რუმინეთსა და საქართველო-უკრაინას შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კონტეინერების გადაზიდვის ხანგრძლივობასა და ღირებულებას შავ ზღვაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსული ოკუპაციის მთავარი მიზანი სწორედ არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშორება ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან – აბესაძე
შემდეგი სტატიამუქარის წერილი ხაზარაძეს – ადვოკატები საერთაშორისო ექსპერტიზის პასუხებს პროკურატურას გადაუგზავნიან