საქართველოს რკინიგზამ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა

 

საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო, საქართველოსრკინიგზამ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა. ამის შესახებ ,,თაიმერს” საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

,, 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10 სთ30 წთ-ზე გავა და ბათუმში 15 სთ 30 წთ-ზე . იქნება ელექტრომატარებელი №807 ბათუმი -თბილისი, ბათუმიდან 17 სთ 10 წთ-ზე გამოვა, ხოლო თბილისში 22 სთ 03 წთ-ზე იქნება. 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 6 სთ30 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 30 წთ-ზე ჩავა. მატარებელი №805 ბათუმი – თბილისი,ბათუმიდან 14 სთ 20 წთ-ზე გამოვა, ხოლო თბილისში 19 სთ 22 წთ-ზე იქნება. 1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარიელექტრომატარებელი №898 ქუთაისი – ბათუმი 8 სთ 05 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 01 წთ-ზეჩავა. ხოლო მატარებელი №897 ბათუმი – ქუთაისი, ბათუმიდან 21 სთ 00 წთ-ზე გამოვა დაქუთაისში 23 სთ 55 წთ-ზე იქნება”- ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანმა დიპლომატიურ კორპუსს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა