საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ დაიწყო

გიორგი მარგველაშვილი – ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც შეადგენს ჩვენს მრავალეთნიკურ, მრავალკულტურულ და სხვადასხვა შეხედულებების ირგვლივ გაერთიანებულ ქვეყანას, მივცეთ შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პოზიცია.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართა პროექტის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ფართო ჯგუფების ჩართულობასა და საქართველოს კონსტიტუციის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხების დისკუსიის ფორმატში განხილვას.
გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ცნობილია, რომ კონსტიტუცია არის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი და ხაზი გაუსვა ამ დოკუმენტის გადასინჯვის პროცესში ქართული საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.

 

banner
წინა სტატიაშიგაერომ თურქეთს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიასინოდის სხდომის სკანდალური კულუარები