გაერომ თურქეთს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში დასდო ბრალი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა თურქეთში ქურთი მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევებზე გამოაქვეყნა მოხსენება -წერს Reuters-ი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით ქვეყანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 ათასი ადამიანი მოკვდა, მათი სახლები კი განადგურდა. კერძოდ, 2016 წელს ქალაქ ჯიზრეში 189 ადამიანი რამდენიმე კვირის მანძილზე საკუთარი სახლის სარდაფებში იყვნენ ჩაკეტილები და არ ქონდათ საჭმელზე, წყალზე და სამედიცინო დახმარებაზე წვდომა. ყველა მათგანი თურქეთის არმიის მხრიდან სროლების შედეგად დაიღუპა.
უმაღლესი კომისარის ზაიდ რაად ალ-ჰუსეინის თქმით, თურქეთს აღნიშნული და სხვა შემთხვევები არ გამოუძიებია: “არცერთი ეჭვმიტანილი არ დაუკავებიათ და არც ერთი ფაქტი არ გამოუძიებიათ” – წერია მოხსენებაში.

banner
წინა სტატიაშიძმები კოენებიდან ერთ-ერთმა ტრამპს სთხოვა ამერიკის ოფიციალური პოეტი გახადოს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ დაიწყო