საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ჩინელი ბიზნესმენების დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ჩინელი ბიზნესმენების დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აზია-ევროპის მეწარმეობის გაერთიანების თავმჯდომარე ვან ლინცზიუნი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის კერძო სექტორებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და გაფართოებას. გამოიკვეთა ის კონკრეტული ეკონომიკური მიმართულებები, რომელ სფეროებშიც შესაძლებელია კერძო სექტორებს შორის ურთიერთობების განვითარება.

როგორც მაია მელიქიძემ განაცხადა, ჩინელი ბიზნესმენები საქართველოში ინდუსტრიული პარკის მშენებლობით არიან დაინტერესებულნი და ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს სწავლობენ.

აზია-ევროპის მეწარმეობის გაერთიანების ხელმძღვანელი ვან ლინცზიუნი ინდუსტრიული პარკის პროექტის ფარგლებში, საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების პლატფორმის ჩამოყალიბებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ინოვაციური იდეების წახალისებას.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი ფრანგ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: “გვახსოვს, როგორ დაამთავრა იანუკოვიჩმა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა”