საქართველოს პრეზიდენტი ჟენევის მოლაპარაკებების პოლიტიკურ განზომილებაში აყვანის ინიციატივით გამოდის

region
ავტ.: region ივლისი 11, 2019 15:08

საქართველოს პრეზიდენტი ჟენევის მოლაპარაკებების პოლიტიკურ განზომილებაში აყვანის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული, მშვიდობიანი, სტაბილური და ევროპული ქვეყანაა, ახლახან განახლებული დაძაბულობა რუსეთთან კი, ასევე გამოხატავს იმას, რომ გადაუჭრელი კონფლიქტები და არსებული მდგომარეობა (სტატუს კვო) არც პოლიტიკურად არის ქართველებისთვის მისაღები და არც ხანგრძლივ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„მოვუწოდებ ყველას დეესკალაციისკენ. ჩემი შემოთავაზებაა ჟენევის მოლაპარაკებების პოლიტიკურ განზომილებაში აყვანა. მწამს, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს, რათა ჩვენს მშვიდობიან არჩევანს იმ გამოწვევების მიმართ, რომელსაც ოკუპაციასთან დაკავშირებით ვაწყდებით, მხარი დაუჭიროს. საქართველო ფსევდოისტორიულ არგუმენტებს საკუთარი თავის გასასამართლებლად არ უყურებს, რადგან მას ეს არ სჭირდება. საქართველოს საერთაშორისო სამართლის ნორმები არასდროს დაურღვევია. საერთაშორისო სამართლის პრინციპები ან რომელიმე ქვეყნის საზღვრების სუვერენიტეტი არასდროს დაურღვევია. ჩვენი სამშვიდობო გეგმა მოქმედებაშია“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

region
ავტ.: region ივლისი 11, 2019 15:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics