,,მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მსოფლიოს ახალი ამბების სათაურებში აღარ ხვდება, ეს ტერიტორიები საქართველოს თითოეული მოქალაქის ღია ჭრილობად რჩებ”

region
ავტ.: region ივლისი 11, 2019 15:11

,,მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მსოფლიოს ახალი ამბების სათაურებში აღარ ხვდება, ეს ტერიტორიები საქართველოს თითოეული მოქალაქის ღია ჭრილობად რჩებ”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველოს სამი ყველაზე საჭირო ინსტიტუციონალური რეფორმის იმპლემენტაცია სჭირდება, რომელიც პოლიტიკურ მხარდაჭერასა და პრაქტიკულ დახმარებას მოითხოვს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისგან.

„სასამართლო სისტემის რეფორმირების მეოთხე ტალღა მნიშვნელოვანია, რათა ქართველი ხალხის ნდობა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიმართ ამაღლდეს და კანონის უზენაესობის შემდგომი გაძლიერება მოხდეს. საჯარო ადმინისტრირების რეფორმა მაღალი პროფესიონალური და სტაბილური საჯარო სამსახურის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. ჩვენი ანტიკორუფციული სტრატეგია სამთავრობო ინსტიტუტების მაღალ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე, მისი თქმით, საქართველო პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკური დიალოგისა და ერთიანობის წახალისებას გააგრძელებს.

„ეს ჩემი სლოგანი გახლდათ მას შემდეგ, რაც ამირჩიეს. ამ მხრივ, მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების მოთხოვნის საპასუხოდ მიღებული გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ჩვენს ორიენტირს გაუსვამს ხაზს. პარლამენტს უფრო მეტად წარმომადგენლობითს გახდის საზოგადოების ფართო ნაწილის პოლიტიკაში ჩართულობის უზრუნველყოფით. ეს ფაქტი, რასაკვირველია, საბჭოთა მემკვიდრეობას გადალახავს, როდესაც ერთი პარტია და ერთი ადამიანი მართავდა, რის შედეგადაც ქვეყანაში შესაძლოა, პირველი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო ინსტიტუციურად ნებისმიერ სხვა ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიას დაემსგავსება. მესამე, ჩვენ შევძლებთ ეუთო-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრულყოფილად თუ არა, უმეტესი ნაწილის იმპლემენტაციას, რათა საარჩევნო პროცესი დავხვეწოთ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებამდე. თითოეული არჩევნები პროგრესს უნდა განიცდიდეს და ევროპული სტანდარტების თავსებადობისკენ იღწვოდეს.

სამწუხაროდ, ჩვენი ევროპული ბედისწერა გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ აუვლის გვერდს. 8 აგვისტოს ომის 11 წლისთავს აღვნიშნავთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციით დასრულდა. თუ ეს მიზნად ჩვენი ევროპული გზიდან გადახვევას ისახავდა, ქვეყნის მდგრადობა ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ არის ჩვენი სტრატეგიული პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მსოფლიოს ახალი ამბების სათაურში აღარ ხვდება, ეს ტერიტორიები, თითოეული ქართველი მოქალაქის ღია ჭრილობად რჩება. ეს არის საკითხი, რომლის დავიწყება არ შეიძლება და არც მოხდება. 20 ივნისს ჩატარებული ცნობილი დემონსტრაცია ბუნებრივი გამოხატულებაა იმისა, რაც ათწლეულების განმავლობაში მწიფდება: ერთის მხრივ, სუვერენული ერის აღშფოთება უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგ, მეორე მხრივ, იმედგაცრუება პოლიტიკური პროგრესის სიმწირის ხელახალი გაერთიანების მიმართ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

region
ავტ.: region ივლისი 11, 2019 15:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics