(video) პრეზიდენტი:თავდასხმის ობიექტი გახდა ორი ძირითადი პოლიტიკური პარტია – ,,ქართული ოცნება“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“

margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი „მოამბის“ კითხვებს პასუხობს – რას ფიქრობს გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი და ცვლილებების მოთხოვნა, სტუდენტების გამოსვლები სახელმწიფო უნივერსიტეტში, კრემლის მუქარა და გზავნილები თბილისს მოახლოებული არჩევნების წინ, – სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია ყველაზე აქტუალურ საკითხებზე.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას პოლიტიკური შინაარსიც გააჩნია. პრეზიდენტის თქმით, თავდასხმის ობიექტი გახდა ორი ძირითადი პოლიტიკური პარტია – ,,ქართული ოცნება“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“.

 “ნახეთ რაზე საუბრობს ხალხი – ვინ გაუშვა ვინ გადაიღო, ვისი პასუხისმგებლობაა. პოლტიკურად გვაქვს რეალობა, რომ მმართველი კოალიცია და პარლამენტში მყოფი ძლიერი ოპოზიცია – ამ ორ დიდ პოლიტკურ ჯგუფზე მიდის ერთდროული დარტყმა. მე არ ვიცი რამდენად ხდება ამის გააზრება და არის ორივე ჯგუფიდან ბრალდებები, მაგრამ რეალურად ამის უკან დგას გეგმა, რომ ორივე პოლტიკურ ჯგუფს დაარტან და ეს ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია არჩევნების კონტექსტში. არჩევენი არა მარტო შავ-თეთრი უნდა იყოს, არამედ მრავალფეროვანი, მაფრამ რის ხარჯზე ხდება ორი ძლიერ პოლიტიკურ პარტიაზე ერთდროული თავდასხმა? ეს ხდება ძალიან ბინძური მეთოდების ხარჯზე. რას გვთავაზობს ამ ტერაქტის დამგეგმავი: პარტიები ამომრჩევლებს ესაუბრებოდნენ არა იმაზე, როგორ წავწიოთ წინ სახელმწიფო, როგორ შემოვიტანოთ დასაქმების პროგრამა, როგორ ვიყოთ აქტიური დიალოგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ უნდა ისაუბრონ ამ პრობლემაზე“ – განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.

სრული ვერსია

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ესპანეთში მომხდარ საგზაო შემთხვევას ეხმიანება
შემდეგი სტატიატყემალაძე, ხაბარელი – ოცნების დეპუტატების ინტერესები მშენებლობების უკან