ტყემალაძე, ხაბარელი – ოცნების დეპუტატების ინტერესები მშენებლობების უკან

ტყემალაძე, ხაბარელი - ოცნების დეპუტატების ინტერესები მშენებლობების უკან

"მილი თუ კარგად დატვირთული არ არის შეიძლება გაფუჭდეს კიდეც" - ზურაბ ტყემელაძე "გაზპრომზე" საუბრობს“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის 21ა-ში პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის კუთვნილი ერთსართულიანი სახლის ნაცვლად შესაძლოა, მრავალსართულიანი კორპუსი აშენდეს. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სპეციალურმა საბჭომ ტყემალაძის მიმართვის საფუძველზე მის კუთვნილი მიწის ფართს ახალი სტატუსი მიანიჭა, რაც კორპუსის აშენების საშუალებას იძლევა.

ზურაბ ტყემალაძის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, “მზიურის” პარკის ცენტრალური შესასვლელთან მდებარეობს. ამ ადგილას კორპუსის მშენებლობას კი ურბანისტები, მზიურის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი და მოძრაობა “პარტიზანი მებაღეები” აპროტესტებენ.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტებში ასეთი ჩანაწერი არსებობს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ზურაბ ტყემალაძის შვილი გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ რეკრეაციული ზონის ცვლილება არ მომხდარა.

“მზიურის” ცენტრალურ შესასვლელთან, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაში პრობლემას ვერ ხედავს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი. დიმიტრი მოსულიშვილის თქმით, ეს პროექტი მისთვის მისაღებია და კანონი არ ირღვევა.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, კოალიცია “ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატის შოთა ხაბარელის ბიზნესინტერესი იკვეთება, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ერთ-ერთი მშენებლობის უკან.

ჭავჭავაძის 49-ში მდებარე ერთსართულიანი რესტორნის ნაცვლად, მალე 19-სართულიანი კორპუსი აშენდება. მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” ხელმძღვანელს ლევან ხაბეიშვილს ეჭვი აქვს, რომ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად შოთა ხაბარელმა პოლიტიკური გავლენები გამოიყენა, რადგან კორპუსის სამშენებლო მოედანი ტროტუარის ნაწილსაც მოიცავს.

პარლამენტის წევრის შოთა ხაბარელის თქმით, მან რესტორნის ნაცვლად კუთვნილ ტერიტორიაზე კორპუსის აშენება, ფინანსური კრიზისის გამო გადაწყვიტა, რადგან 2013 წელს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის ბანკში ოპოთეკით დატვირთა, თუმცა კრედიტის გადახდა ვერ მოახერხა, ახლა კი მისივე პოლიტიკურ გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ბანკისთვის ვალის დაბრუნებას, ახალი მშენებლობიდან მიღებული თანხებით აპირებს.

banner
წინა სტატიაში(video) პრეზიდენტი:თავდასხმის ობიექტი გახდა ორი ძირითადი პოლიტიკური პარტია – ,,ქართული ოცნება“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“
შემდეგი სტატია21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა