საქართველოს პრეზიდენტი ბუნდესრატის პრეზიდენტ სტანისლავ ტილიჩის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა ბუნდესრატის პრეზიდენტ სტანისლავ ტილიჩისთან გამართა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. საქართველოს და გერმანიის დელეგაციამ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელა.გიორგი მარგველაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე ოკუპირებულიტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ გერმანია იყო და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად მის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში.

საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს მომავალ ვარშავის სამიტს, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესს და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მხარეებმა ევროპაში არსებულ სირთულეებზეციმსჯელეს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს უახლოესი მიზანია ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება და საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიდაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ჩვენ გვაქვს გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია