მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ გვაქვს გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

მიხეილ ჯანელიძემ თავის გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველო გერმანიის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიის მხარს უჭერს, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია.

„ჩვენ ვისაუბრეთ ასოცირების შეთანხმებაზე და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯზე, რასაც ჩვენ ველოდებით და რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ გვაქვს გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერა, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს პროცესები ევროპის პარლამენტში და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს განხილვები ძალიან მალე დასრულდება და როგორც ევროკავშირის პარლამენტი, ისე საბჭო, მხარს დაუჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ბუნდესრატის პრეზიდენტ სტანისლავ ტილიჩის შეხვდა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს