ჯანდაცვის სამინისტრო სტიპენდიას აწესებს

ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებლებისათვის სტიპენდიას აწესებს. დაფინანსებას ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდებზე უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტები მიიღებენ.

აღნიშნული სიახლე დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თავად გააცნო სამედიცინო უნივერსიტეტში შეკრებილ რეზიდენტურის სტუდენტებს.

შეხვედრაზე დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამებსა და ამ მიმართურებით არსებულ სხვა სიახლეებზეც ისაუბრეს.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში მინისტრი აუდიტორიის მოსაზრებებს გაეცნო და შეკითხვებსაც უპასუხა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას – საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში მომხდარ ტერაქტზე
შემდეგი სტატიაზუგდიდის საკრებულოს უფროსის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს