საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო

საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მყისიერად გამოეხმაურება შექმნილ ვითარებას.

“ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერი ფაქტი მტკიცედ დაიგმოს. საქართველო გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებებს, რომელიც მის ხელთ არსებობს, რათა შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არც ერთი ფაქტი ჩვენი რეაგირების გარეშე არ დარჩება”, – განცხადება დღეს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: „ბიძინე დამალული კოზირის როლშია და ფინალში გამოჩნდება!“
შემდეგი სტატიაჩვენ ყველა მექანიზმს გავააქტიურებთ – ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე