“საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია“

დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია, – აცხდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიხეილ საკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა. რაც შეეხება უშუალოდ დღეს განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია“, – განაცხადეს პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშილუცენკო სააკაშვილზე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატია“მინდა იმედი ვიქონიო, რომ უკრაინის ხელისუფლება არ გავა სამართლებრივი სივრციდან”- თამარ კეკენაძე სააკაშვილის დაკავებაზე