ლუცენკო სააკაშვილზე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს

უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, პარლამენტში განცხადებას გააკეთებს ე.წ. მიხომაიდანის დაფინანსების წყაროებზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია არცელებს.

დღეს დილიდან მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკა ტარდებოდა უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც არ კონკრეტდება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილად არის ცნობილი.

დეპუტატი იური დერევიანკოს თქმით, „დაკავებულია და მას ცნობა გადასცეს იმის თაობაზე, რომ ის ეჭვმიტანილია“.

banner
წინა სტატიაშიბრალი, რომელსაც, სავარაუდოდ, სააკაშვილს წარუდგენენ 3-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
შემდეგი სტატია“საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია“