საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ავსტრიიდან დაბრუნდებიან

ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ ავსტრიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ავიაკომპანიიდან აცნობეს, ვენა-თბილისის სპეცრეისით, საქართველოში ავსტრიაში მყოფი და ასევე ვენაში ტრანზიტულად მყოფი საქართველოს ასამდე მოქალაქე დაბრუნდება.

მათივე ცნობით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ორსული ქალბატონი.

„მაივეი ეარლაინსის“ კუთვნილი ბოინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16:30 საათზე გაფრინდება, საქართველოში კი 00:15 საათზე დაბრუნდება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგ სპეციალურ რეისს, ავიაკომპანია თვითღირებულებით ასრულებს.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინსი“​ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.

ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით. მგზავრებს თბილისის აეროპორტში ჩაუტარდათ, შემოწმება რის შემდეგაც, ყველა მგზავრი, გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს“,-აღნიშნულია ავიაკომპანიის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიTPU: ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს და კითხვებს ტოვებს
შემდეგი სტატიამარტვილის აგრარულმა ბაზარმა ქუჩაში გადაინაცვლა