საქართველოს მმართველი პარტია კენჭს აღნიშნულ პრინციპებსა და ღირებულებებთან შეუსაბამო კანონპროექტს უყრის – შარლ მიშელი

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ამის გამო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაიყინოს, მიშელი ამბობს, რომ “საქმე აქამდე არ მისულა, თუმცა ნებისმიერი განვითარება, რაც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, ზეგავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს”.

“[ევროკავშირის] გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დამყარებული პროცესი და იდეაა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. იდეა ისაა, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს”, – ამბობს მიშელი და განმარტავს, რომ თუ საქართველოს მმართველი პარტია კენჭს აღნიშნულ პრინციპებსა და ღირებულებებთან შეუსაბამო კანონპროექტს უყრის, ეს პროცესზე გავლენას მოახდენს.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გადავიხდით, ოლიგარქი არა – გიორგი ქადაგიძე ოფშორების კანონზე
შემდეგი სტატიანიკა მელია ყველა ოპოზიციური პარტიის ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმად მიიჩნევს