ჩვენ გადავიხდით, ოლიგარქი არა – გიორგი ქადაგიძე ოფშორების კანონზე

დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე განმარტავს, რა პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას “ივანიშვილის ოფშორების” კანონი, რომელიც “ოცნების” პარლამენტმა დღეს დაამტკიცა:

“ჩვენ გადავიხდით, ოლიგარქი არა, ანუ “ბანანის რესპუბლიკად” ქცევის მორიგი ნაბიჯი.
დღეს დილიდან გავთიშე ტელეფონი და მოვემზადე ე.წ. “ოფშორების კანონის” წასაკითხად, საერთაშორისო გამოცდილების, პოლიტიკის დოკუმენტის და სხვა ანალიტიკის სანახავად, თუ როგორ მოხდება ინვესტორების მოზიდვა და ა.შ.
ხელში კი შემრჩა ორი აბზაცი, ჩაკვეხებული საგადასახადო კოდექსში, თუმცაღა დაჩქარებით მიღებული. დიახ, დაჩქარებული წესით.
რატომ ?
ამ ცვლილებების შედეგად ოლიგარქი ან/და მისი მეგობრები (მეგობრები კი ჩრდილოეთიდან მეტწილად) ე.წ. ოფშორული ზონიდან გადმოიტანენ/გადმოაფორმებენ აქტივებს საქართველოში და არ გადაიხდიან არანაირ გადასახადს; 0-ს.
ჩვენ გადავიხდით საშემოსავლოს, ოლიგარქი არა!
ჩვენ გადავიხდით მოგების გადასახადს, ოლიგარქი არა!
ჩვენ გადავიხდით დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადებს, ოლიგარქი არა!
ქონების გადასახადს კი საერთოდ არ გადაიხდის 2030 წლამდე!
და აქვე ცოტა რამ ბანკებზე.
საქართველოს საბანკო სექტორი და შესაბამისად მთლიანი ჩვენი ბიზნესი ინტეგრირებულია დასავლური სისტემაში სულ ორი საკორესპონდენტო ბანკით. უფრო გასაგებად, ქართული ბანკებიდან ნებისმიერი უცხოური გადარიცხვა/გადმორიცხვა ხორციელდება ერთი გერმანული და ერთი ამერიკული ბანკის მიერ. თუ მათ გადაწყვიტეს რომ საქართველო არის მომატებული რისკის იურისდიქცია (ეს ყველაზე მარტივი რაც შეიძლება მოხდეს), ჩათვალეთ რომ ნებისმიერ გადარიცხვას/გადმორიცხვას დაჭირდება დღეები თუ არა კვირები, მილიონი დამატებითი დოკუმენტის წარდგენა და ყოველი მესამე გადარიცხვა გაიჭედება და მობრუნდება.
ეს რას ნიშნავს ფიზიკური პირებისთვის, ინდ მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. თუმცა მეორეს მხრივ, რა მოხდა? ასეა, რუსეთში, ირანში, ბელორუსიაში და ცხოვრობენ, ცხოვრობენ რა არსებობენ.
მოკლედ, ამ ბრძოლის წაგება, არ შეიძლება!” წერს ქადაგიძე.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს ეს კანონი სჭირდება 2024-28 წლის შუალედში არასამთავრობო სექტორის და მედიის გასანადგურებლად – გოცირიძე
შემდეგი სტატიასაქართველოს მმართველი პარტია კენჭს აღნიშნულ პრინციპებსა და ღირებულებებთან შეუსაბამო კანონპროექტს უყრის – შარლ მიშელი