„საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან 80-მდე პირი იმყოფება, მათ შორის ერთი COVID-19-ით ინფიცირებული“-ქეთევან ციხელაშვილი

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სხვადასხვა წყაროთი აფხაზეთის რეგიონში უკვე COVID-19-ით ინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა არ არსებობს აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ ეს ზუსტი მონაცემებია.

„დღევანდელი მდგომარეობით სხვადასხვა წყაროთი აფხაზეთის რეგიონში დადასტურებულია 2 შემთხვევა. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან, რამდენიმე პირი არის კარანტინში, გაგრაში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კომენდანტის საათია გამოცხადებული. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მონაცემებზე ვერ გვექნება ასპროცენტიანი გარანტია, რომ ეს აბსოლუტურად ზუსტი მონაცემებია. იმიტომ, რომ ოკუპაციის მდგომარეობის გამო მათი ვერიფიკაცია არ ხდება, იგივე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიერ. თუმცა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა საფრთხის დონე აწეულია ერთი საფეხურით, რამდენადაც ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ პირებს საკმაოდ ბევრი კონტაქტი ჰყავთ და ეხლა აუცილებელია, რომ ადგილზე დროულად მოხერხდეს ამ კონტაქტების კვლევა, იდროული ზოლირება და შემდგომი გავრცელება შეკავდეს.

დღეის მდგომარეობთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან იმყოფება 80-მდე პირი, ამ პირებს შორის არიან ერთი COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი პირები, რომლებიც არიან საკარანტინო ზონაში, სხვა პირები, რომლებიც ასევე იმყოფებიან კარანტინში და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირები, რომელთა ტრანსპორტირება ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ და აქვთ სურვილი, ჰქონდეთ წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მხად ვართ, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ვეხმარებით მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის სერვისებით. რუხის კლინიკა ფაქტობრივად მზადყოფნაშია, პირველ ეტაპზე როგორც საკარანტინო სივრცე და რამდენიმე დღეში უკვე როგორც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: გვაქვს სრული მზადყოფნა, ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს
შემდეგი სტატიაშშმ პირებს არამალფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები გადაეცა