ირაკლი სესიაშვილი: გვაქვს სრული მზადყოფნა, ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს

„დღეს ის პერიოდი გვაქვს, როცა ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ყველა სიტყვა ავწონ-დავწონოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ მთელი მსოფლიო სტრესულ ვითარებაში ცხოვრობს. თითოეულს გვიწევს არაორდინალურ სიტუაციაში მუშაობაც და ცხოვრებაც. ამიტომ გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. იქ, სადაც ვინმეს რაიმე შეიძლება არ მოგვეწონოს და კრიტიკის საფუძველი არსებობდეს, უნცა შევეცადოთ, რომ ან გვერდი ავუქციოთ ან კრიტიკა იყოს კონსტრუქციული. ეს გვჭირდება ისევ და ისევ იმ სტრატეგიული კომუნიკაციის პირობებში, სადაც ერმაც, ბერმაც უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი სესიაშვილმა ტ/კ „ პირველი TV“-ის ეთერში.

დეპუტატის თქმით, სახელისუფლებო გუნდი მზადყოფნაშია, შეასრულოს პოლიტიკური დანაპირები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

„ჩვენი პრინციპული პოზიციია, რომ პოლიტიკური დანაპირები უნდა შესრულდეს და შესრულდება კიდეც. ერთადერთი საუბარი არის იმაზე, სად გაიხსნება ფანჯარა, რომ ეს ვალდებულებები შესავსრულოთ. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი და განცდა, რომ დღის წესრიგს არ ავცდებით. ჩვენ გვინდა, რომ დროულად მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება და დროულად გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. გვაქვს სრული მზადყოფნა, რომ ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს. დანარჩენი დამოკიდებულია საგანგებო მდგომარეობის ვადებზე. თუმცა იმედი გვაქვს, რომ დროულად გამოვალთ ამ ვითარებიდან“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.​

banner
წინა სტატიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გლდანში, კარანტინში მყოფ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა
შემდეგი სტატია„საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან 80-მდე პირი იმყოფება, მათ შორის ერთი COVID-19-ით ინფიცირებული“-ქეთევან ციხელაშვილი