საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბარბარე მოლაშვილის ოპერაცია დააფინანსა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბარბარე მოლაშვილის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დააფინანსა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ბარბარე მოლაშვილს პერაცია რამოდენიმე დღეში ჩაუტარდება.

„ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული, როგორც კლინიკის შერჩევის, ასევე თანხის მოძიების პროცესში. მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, პატარა ბარბარეს ტრანსპორტირება და მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში დაუფინანსდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაცია ბარბარე მოლაშვილს შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ
შემდეგი სტატიაგია აბდალაძე: ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისის დარბევის დროს ფოტოების გადაღების გამო