მიხეილ სააკაშვილი: თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხელ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “დოიჩე ველეს” ჟურნალისტისთვის ჯანა ნემცოვასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ საუკეთეს შემთხვევაში, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ. ეს იქნება სრულად აბსურდული სიტუაცია”, -აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხა, რომ საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს გაძლიერდა თუ არა ელიტური კორუფცია.

„ეს სრული სისულელეა. ელიტარული კორუფციის ნიშნები ვერავინ ვერასდროს იპოვა. ხომ საჭიროა ბნელ ოთახში შავი კატის მოძებნა?! მეც ვისურვებდი ამ ელიტარული კორუფციის შედეგების მოძებნას. თუ მე მისი ნაწილი ვიყავი, ვისურვებდი პირადად ჩემი ელიტარული კორუფციის შედეგების ნახვას. როდესაც საქართველოს ახალმა მთავრობამ 10 საუკეთესო საერთაშორისო გამომძიებელი დაიქირავა, რომ მათ აღმოეჩინათ რამე მაინც, რაც ჩვენ მოვიპარეთ, მათ ვერაფერი იპოვეს. ისინი დიდ ხანს, დეტალურად და ყველგან ეძებდნენ და ვერაფერი იპოვეს. ჩვენი მუშაობის შედეგები იყო ის, რომ ჩვენ ქვეყნის ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდეთ, ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა 3-ჯერ გავზარდეთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ვალის პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა.

„ჩვენი მმართველობის დროს სახელმწიფო ვალის პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ბევრი ორგანიზაციისგან ვიღებდით კრედიტს, თუმცა ეს ყველაფერი ინფრასტრუქტურაზე და ეკონომიკის ზრდაზე დაიხარჯა. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბიზნესის კეთებისას და ჩვენ რეალურად ვლიდერობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ელიტარული კორუფციის ეს კონცეფცია სრული სისულელეა. თუ არის ელიტარული კორუფცია, კორუფცია არის ყველგან. შეუძლებელია, რმ უწყების ხელმძღვანელი ქრთამს იღებდეს და აკონტროლებდეს, რომ უწყების სხვა თანამშრომლებმა იგივე არ გააკეთონ. ან თევზი თავიდან ლპება, ან თავის ჯანსაღია და კუდიც”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პროკურატურა ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებულ დანაშაულში ჩართული სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად აქტიურად მუშაობს”
შემდეგი სტატიასაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბარბარე მოლაშვილის ოპერაცია დააფინანსა