საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის რეგიონალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი გიორგი გოჩაშვილი და პროკურატურის სხვა წარმომადგენლები გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიწოდეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული მოწყობის, მისი საქმიანობის და გატარებული რეფორმების თაობაზე.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს პროკურატურის, როგორც ქვეყანაში კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი უწყების საქმიანობით, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მათ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ საქართველოს პროკურატურის, როგორც სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი უწყების საქმიანობის შესახებ ინფორმაციასაც.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშისასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია… “მოსამართლე” ჩხიკვაძე შეუერთდა ოცნებიდან “განდგომილ” გრაფომანების სამეულს – გვარამია
შემდეგი სტატიავფიქრობ, ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობა სურს, რომ დეპუტატების ენერგია მიმართული იყოს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიურად მუშაობისკენ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად – დეგნანი