სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია… “მოსამართლე” ჩხიკვაძე შეუერთდა ოცნებიდან “განდგომილ” გრაფომანების სამეულს – გვარამია

“სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია… “მოსამართლე” ჩხიკვაძე შეუერთდა ოცნებიდან “განდგომილ” გრაფომანების სამეულს” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების 212-ე საკნიდან გავრცელებულ განცხადებაში წერს.

სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია. აშშ-ში სემინარზე მიდიან მხოლოდ ის მოსამართლეები, ვინც დაუპირისპირდა სისტემას და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მოსამართლეების წინააღმდეგ მიღებული რეპრესიული კანონი დისციპლინური წარმოების შესახებ. ბუნტის სათავეში არიან ის მოსამართლეები, ვინც, ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზით, აიძულეს უარი ეთქვათ აშშ-ში წასვლაზე. ამ მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელა უშუალოდ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძემ, რაზეც ისინი აპირებენ ხმამაღლა საუბარს.

რაც შეეხება საკუთრივ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებას, რომელმაც თავად დაადასტურა, რომ 2 თვე საზოგადოებას ატყუებდა და ქართული ოცნების მიერ მიღებულ მესიჯბოქსს იმეორებდა:

პირველი – ფორმალურადაც კი გაფორმდა ის ფაქტი, რომ ის დაინტერესებულია ჩემს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (რაც არ უნდა წეროს, რომ ეს მისი ინტერესი არაა) და თავად ახორციელებს ღია და საჯარო ზეწოლას საკუთარ კოლეგებზე;

მეორე – სრულიად შემზარავი და უპრეცედენტოა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის დისკრედიტაციის და შანტაჟის ეს ფაქტი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც ქართული ოცნების ღია ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი.

PS ოცნებიდან “განდგომილ” გრაფომანების სამეულს, საკრებულოს წევრების შემდეგ, უკვე “მოსამართლეც” უერთდება, სრულიად იდენტური შინაარსის და ლექსიკის განცხადებით :), – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიქართველი მოსამართლის განცხადებაზე კელი დეგნანის მხრიდან პირდაპირი პასუხი არ ყოფილა, ასეთ სკანდალურ თემაზე გარკვეული პასუხია საჭირო, რაც ჯერ არ მოგვისმენია – ვოლსკი
შემდეგი სტატიასაქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის რეგიონალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა