საქართველოს გაერო-ს ანგარიშში „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა

ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) საქართველო „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის კატეგორიაშია და მსოფლიო რეიტინგში მე-60 ადგილზეა, – ამის შესახებ გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ „ადამიანის განვითარების“ 2023-2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

საქართველო რეიტინგში უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, უკრაინას, მოლდოვას, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩინეთს და სხვა.

ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 2015–2022 წლებში 4 პუნქტით გაუმჯობესდა და გაუმჯობესების ამ მაჩვენებლით, „ძალიან მაღალი დონის ქვეყნებს“ შორის საქართველო მსოფლიოში მეთერთმეტეა ირლანდიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ხორვატიის, საუდის არაბეთის, თურქეთის, ურუგვაის, პანამის, მალაიზიის, კოსტა-რიკას, ტაილანდის შემდეგ.

გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსში ქვეყნები 4 კატეგორიად ნაწილდება განვითარების „ძალიან მაღალი“, „მაღალი“, „საშუალო“ და „დაბალი“ დონის მიხედვით.

banner
წინა სტატიაში„თბილისი ენერჯიში“ ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას, რომ სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია
შემდეგი სტატიაროინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით რესან კონცელიძე განცხადებას ავრცელებს