აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი მხარს უჭერს და უერთდება სტუდენტების გაფიცვას

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი მხარს უჭერს და უერთდება სტუდენტების გაფიცვას! – ისინი ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეიდან, რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით, აღარ დაესწრებიან ლექციებს:

“ჩვენ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ვსწავლობთ და განათლებას ვიღებთ ევროპული მოდელის შესაბამისად , მითუმეტეს, როდესაც ჩვენს უნივერსიტეტს,“აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ ჰქვია.გვსურს დავარღვიოთ დუმილი და პასუხი გავცეთ ძალადობას , რომელიც ხორციელდება თბილისში! არა რუსულ კანონს!
ჩვენ ვგმობთ ძალადობას! ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 13 მაისიდან, ჩვენც შევუერთდეთ გაფიცვას სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად და მოვაწყოთ ოფიციალური გაფიცვა მანამ, სანამ ეს კანონი არ იქნება გაუქმებული ხელისუფლების მიერ!
1. 13 მაისიდან არ მოვალთ უნივერსიტეტში
2. არ დავესწრებით ლექციებს
3. მოვუწოდებთ ყველა შიდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს, რომ შემოგვიერთდნენ ამ მნიშვნელოვან დროს და დავგმოთ რუსული კანონი და ძალადობა.
ჩვენ გვსურს ნათელი და ევროპული მომავალი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჩვენი წინსვლა და განვითარება 21-ე საუკუნეში.” ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სტუდენტებმა “მთავარი არხის” ვებგვერდს გამოუგზავნეს.

banner
წინა სტატიაშიიმისთვის, რომ თქვენ უსაფრთხოდ შესულიყავით პარლამენტში „რუსული კანონის“ მისაღებად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ფიზიკურად გაუსწორდა სპეცრაზმი – მანჯგალაძე
შემდეგი სტატიაგაფიცვას “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებიც უერთდებიან