აქციას სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ადგილზე მისულ სტუდენტებს აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, გზაზე სხედან.

საპროტესტო მსვლელობა დაიწყო კავკასიის უნივერსიტეტიდანაც, სადაც გაფიცული სტუდენტები საყოველთაო მოთხოვნას უერთდებიან და რუსული კანონის ჩაგდებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიპროფესორ-მასწავლებლები ბათუმში საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან
შემდეგი სტატიაამ კანონის მიღება-არმიღებით არაფერი არ მთავრდება. პირიქით, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება – დავით ზურაბიშვილი