„თბილისი ენერჯიში“ ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას, რომ სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია

გამოძახების ადგილზე დაგვხვდა აფეთქება, რომლის მიზეზი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, საბედნიეროდ, არავინაა დაშავებული, თუმცა დაზიანებულია კორპუსი და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი მანქანები, არსებობს ვერსია, რომ აფეთქება გამოიწვია ბუნებრივი აირის დაგროვებამ, – ამის შესახებ „თბილისის ენერჯის“ სადისპეჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძე განაცხადა.

დეკანოიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით დადასტურებით არ შეიძლება ითქვას, აფეთქება უკავშირდება თუ არა ბუნებრივი აირის დაგროვებას.

„აღნიშნულ ინფორმაციას არც ვადასტურებთ, არც უარვყოფთ, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოგვეცა ადგილის დათვალიერების საშუალება. დაზიანებულია კორპუსი და უსაფრთხოების გამო ვერ მოხდა ჩვენი იქ შესვლა. ჩემი ინფორმაციით, მოსახლეობა გაიყვანეს, ევაკუაცია მოხდა ორ თუ სამ სადარბაზოში. პირველ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და შესაძლებელია, იქ მომხდარიყო გაზის დანადგარებთან ან გაზის ქსელთან არასათანადო ქმედება. სამწუხაროდ, ანალოგიური შემთხვევები ხშირია, რემონტის დროს დანადგარებს ტოვებენ გახსნილს, უყურადღებოდ, თვითნებურად ხდება გაზის ქსელის გადაადგილება არასათანადო პირების მიერ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ რემონტის დროს, ნებისმიერ გაზის დანადგართან ურთიერთობისას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაში6 ყოველდღიური საჭიროება, რომელსაც თიბისის ციფრული ბანკი მოგიგვარებს
შემდეგი სტატიასაქართველოს გაერო-ს ანგარიშში „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა