საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ქვეყანას აქვს, ეს არის გამოწვევაც და მიზანიც, რა თქმა უნდა, შედეგი პოზიტიური უნდა იყოს – დეკანოიძე

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ქვეყანას აქვს, ეს არის გამოწვევაც და მიზანიც, რა თქმა უნდა, შედეგი პოზიტიური უნდა იყოს, -ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხდა.

მისი თქმით, როცა ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია პარტნიორების გზავნილები და დასავლური განწყობა.

„მნიშვნელოვანია გზავნილი, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, პასუხისმგებლობის დიდი წილი აქვს ხელისუფლებას, თუ როგორ იქნება შესრულებული ვალდებულებები, რაც სასიცოცხლო და აუცილებელია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციამ რამდენიმე თვით შეწყვიტოს მავნებლობა და გარანტიას ვიძლევი, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ – მდინარაძე
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები ნატო-ს მოუწოდებენ, უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს