ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, უჩა აბაშიძეს დროებითი დაკავების იზოლატორში გუშინ ესაუბრა. მისი თქმით, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას პასუხს სთხოვდნენ, თუ რატომ აქტიურობდა აქციებზე.
მახარაძის თქმით, შესაბამის უწყებებს საქმის მასალების გადმოცემის თხოვნით მიმართა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ მტკიცებულებებს “გონივრულ ვადაში” მიიღებს.
“თუმცა გონივრული ვადა სადამდეა და რას ფიქრობს გონივრულ ვადაზე გამომძიებელი ან პროკურატურა და რას ვფიქრობთ ჩვენ, ამაზე ვერ ვთანხმდებით, როგორც ჩანს. ასევე, კანონთანაც მოდიან წინააღმდეგობაში, ვინაიდან პირდაპირ წერია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომ ადვოკატის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს დაცვის მხარეს მტკიცებულებები, რომელიც აქამდე აქვთ მოპოვებული. ჩვენ ისევ ველოდებით გამომძიებლებისგან ზარს, რომ მზად არიან მტკიცებულებების გადმოსაცემად.
[…] საუბრობდა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, კერძოდ, კონკრეტულად ორი პოლიციელის მხრიდან, რომლებიც პასუხს სთხოვდნენ, თუ რატომ აქტიურობდა აქციებზე”, – თქვა ადვოკატმა