ეს არის რუსეთი, – ასე აფასებს “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ხელისუფლების წამოწყებულ რეპრესიებს. საქმეეხება პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე თავდასხმებს და ჩასაფრებებს.
ოპოზიციონერი ლიდერი იხსენებს, რომ სადარბაზოსთან სამი ნიღბიანი შეამჩნია, თუმცა როგორც კი მათი ტელეფინით გადაღება დაიწყო, ვერცერთმა მათგანმა გამოჩენა ვეღარ გაბედა.
სამი დავნახე, თუმცა მერე როგორც გაირკვა, მეზობლებმა მითხრეს, რომ ხუთი ადამიანი იყო. სამი თეთრნიღბიანი ადამიანი დავინახე, სიბნელეში ეს თეთრი ნირაბი ანათებდა და ძალიან სასავილოდ იმალებოდნენ მანქანების უკან. მივხვდი, რომ ჩასაფრება იყო, მანქანიდან გადმოვედი, ჩავრთე ტელეფონი, დავიწყე გადაღება და თან ამათ ვეძახდი, რომ „გამოდით“-თქო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე დასრულდა, რომ არცერთი არ გამოვიდა, თუმცა გადაღებულ კადრებში ჩანან. ეს ყველაფერი, ცხადია, არის იმ ტერორის გაგრძელება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო. ამ ტერორის ნაწილია ერთის მხრივ სატელეფონო გიჟური ზარები და ყველას დედის გინება დიდიან-პატარიანად, ბავშიან მოხუციანად. ეს არის რუსეთი, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.