საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დღეიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ტერიტორიაზე (მისამართი : წინანდლის N9) დღეიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.

„აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, – აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში.

banner
წინა სტატიაში17-22 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიაჯანმო – მსოფლიოში გასულ კვირას კოვიდ 19-ით ინფიცირების 4.4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა