ჯანმო – მსოფლიოში გასულ კვირას კოვიდ 19-ით ინფიცირების 4.4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში ინფიცირების 4.4 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 2 %-ით მეტია. დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 883 996 შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 9%-ით მეტია. შემდეგ მოდის ირანი 269 975 ახალი შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 9%-ით მეტია, მესამე ადგილზეა ინდოეთი 258 121 ახალი შემთხვევით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 7%-ით შემცირდა, აღნიშნულ ქვეყნებს კი ინდონეზია, ბრაზილია და რუსეთი მოჰყვებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსს 66 506 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას აგრძელებენ. „ალფა“ ვარიანტი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა და ამის გამო „ბრიტანულ ვარიანტად“ მოიხსენებენ, მსოფლიოს დაახლოებით 190 ქვეყანაშია გამოვლენილი, „ბეტა“, ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი 138 ქვეყანაში, „გამა“, ანუ ე.წ. ბრაზილიური ვარიანტი – 82 ქვეყანაში. რაც შეეხება „დელტა“ შტამს, რომელიც „ინდური ვარიანტის“ სახელითაა ცნობილი, ამ დროისთვის ის მსოფლიოს 148 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დღეიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება
შემდეგი სტატიასრულად ვაქცინირებული მოქალაქეები იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ