საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან

2021 წლის 16 თებერვალს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრისას, მხარეების მიერ, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები.

საუბრისას, ასევე, ხაზი გაესვა ახლო მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას.

ამასთან, მხარეებმა, კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დადებითი დინამიკა, რასაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. ამკონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავის მნიშვნელობა.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ, თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – 22 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობას 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება