ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

“ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას, მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებს. მოხდა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია, მეშვიდე სართულზე ბინაში ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, სხვა დაშავებული არაა.”.- აცხადებენ უწებაში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 9 ეკიპაჟი.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან