საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

GDI სამართალდამცველებს მოუწოდებს ორგანოებს შეწყვიტონ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევა:

განსაკუთრებით საგანგაშოა აქციის მიმდინარეობისას მშვიდობიან მანიფესტატორთა დაკავების ფაქტი. ვრცელდება ასევე ინფორმაცია დაპირისპირებისას აქციის რამდენიმე მონაწილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ცალსახად აძლევს უფლებას ყველა ადამიანს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ და გამოხატონ პროტესტი, მათ შორის კარვის გაშლის გზით, თუკი ეს არ აფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას. შესაბამისად, პოლიციელთა ქმედება უკანონოა და იგი მიზნად ისახავს პროტესტის შინაარსის შეზღუდვას.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავი უწყებები არ აძლევენ აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლებას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება წლებია უხეშად ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევის ინსტრუმენტად იყენებს” ნათქვამია GDI – ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიექიმების ჯგუფი ხვალ ილტოს ხეობაში საქველმოქმედო აქციას გამართავს
შემდეგი სტატიასუბარი: პროტესტის გამოხატვის უფლება არ მოიცავს არც კარვის დადგმის უფლებას, არც ციხე სიმაგრის და არც ცხრა სასახლის აშენების უფლებას