ექიმების ჯგუფი ხვალ ილტოს ხეობაში საქველმოქმედო აქციას გამართავს

მსოფლიოსა და შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგინულ ცენტრებთან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, იმ დილემის წინაშეც დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ამიტომ, ჟურნალისტებისა და ექიმების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ზემოხსენებულ დასახლებულ პუნქტებში პერიოდულად გამართოს საქველმოქმედო აქცია.
ამჯერად, ექიმების ბრიგადა ახმეტის მუნიციპალიტეტის ილტოს ხეობის 6 სოფლის მოსახლეობას ჩაუტარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევას და ასევე, დაეხმარება საჭირო მედაიკამენტებით.
როგორც ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, აქციაში კარდიოლოგი, თერაპევტი, პუნმონოლოგი, ენდოკრინოლოგი და ფიზიოთერაპევტი მონაწილეობს.
საქველმოქმედო აქცია, რომლის ორგანიზატორიც ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილია, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდითა და დავით ნარმანიას, „ზედაზენის“ , „ჯი-ემ ფარმას“ და ასევე, კახეთის სამხარეო ადმინიტრაციისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომით შაბათს, 20 თებერვალს ახმეტის მუნიციპალიტეტის ილტოს ხეობაში, კერძოდ, სოფელ შახვეტილაში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე – ჩვენ გრაალის მცველები ვართ
შემდეგი სტატიასაქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება