საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გაემგზავრა

გამთენიისას სტრასბურგში თბილისიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა.

სესიაზე სპეციალური მოხსენება ან რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში არ განიხილება, თუმცა ქართული დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ რეზოლუციების განხილვაში, რომელიც უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას ეხება.

საქართველოს შესახებ საუბარი იქნება უკვე მონიტორინგის კომიტეტში, სადაც სპეციალური მომხსენებლები ანგარიშს წარმოადგენენ.

ცნობილია, რომ მნიშვნელოვან თემებთან ერთად აქცენტი რუსთავი 2-ის საქმეზეც გაკეთდება.

„ჩვენ მივაწოდებთ იმ სიახლეებს, რომელიც ოქტომბრის შემდგომ გვაქვს, მათ შორის კანონმდებლობაში, აქ რუსთავი 2-ს თემასაც ეხებოდა მათი გარკვეული წუხილები და იცით, რომ დღეის მდგომარეობთ, რუსთავი 2-ის ინტერესებში არის სააპელაციო სასამართლოში საქმე,“ – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბრძოლა ISIS-ის წინააღმდეგ – აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი თურქეთში შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატია„თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს