ბრძოლა ISIS-ის წინააღმდეგ – აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი თურქეთში შეხვედრებს მართავს

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტს განაგრძობს. ჯო ბაიდენმა უკვე გამართა შეხვედრები ქვეყნის პრემიერთან და პრეზიდენტთან.

მოლაპარაკების მთავარი თემა სირიასა და ერაყში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა გახდა.

შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა და ვაშინგტონი მზად არიან პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრაზე იმსჯელონ.

ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატების მთავარი მიზანი ISIS-ის განადგურებაა. რაც შეეხება ქურთ სეპარატისტებს – ბაიდენის თქმით, ქურთთა მუშათა პარტია რიგითი ტერორისტული ორგანიზაციაა და ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს ანკარასთვის, როგორც ჯიჰადია.

banner
წინა სტატიაში“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გაემგზავრა