საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„აშშ-ის მთავრობის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. აშშ-სა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და თავისუფლების ძლიერ სიყვარულზე, დამოუკიდებლობასა და ერთიანობაზე. აშშ რჩება ურყევი მის ვალდებულებაში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციებს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის, ავღანეთში ნატო-ს მისიაში. ქართველი სამხედროები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც გლობალურ მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად ამდენი რამ გაწირეს.

მომდევნო წელს ველით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გამდიდრებას, რამდენადაც საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომელიც აძლიერებს მის დემოკრატიულ პროცესებს და კანონის უზენაესობას განმტკიცებულს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაძლევისთვის ძალისხმევას. ასეთი კრიზისული დრო გვახსენებს ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის ჭეშმარიტ სიღრმესა და ფასეულობას“, – ვკითხულობთ მაიკ პომპეოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის – ადამ კინზინგერი
შემდეგი სტატიამსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე – კელი დეგნანი