გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის – ადამ კინზინგერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს​ და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ.

თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. ასე რომ, გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ,” – აცხადებს ადამ კინზინგერი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჩხენკელი : თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს!
შემდეგი სტატიასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ულოცავს