მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე – კელი დეგნანი

news
ავტ.: news მაისი 26, 2020 10:32

მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ელჩი აღნიშნავს, რომ აშშ-ს და საქართველოს საერთო ღირებულებები აქვს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ტოლერანტობა და დაუღალავი შრომა.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით, მსურს გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე!

საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ეს პრინციპები კარგად ნაცნობია ყველა ამერიკელისთვის. ქართველებსაც და ამერიკელებსაც უბრძოლიათ და თავი გაუწირავთ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის.

ჩვენ ქვეყნებს შორის კვლავაც ღრმა, მდიდარი და მტკიცე მეგობრობა არსებობს. იმიტომ, რომ ის ჩვენს ესოდენ ძვირფას, საერთო ღირებულებებს ეფუძნება – თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას.

როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია, ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე. როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას,”- აღნიშნავს კელი დეგნანი.

news
ავტ.: news მაისი 26, 2020 10:32

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics