საქართველოს ბანკმა დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად ახალი პროდუქტი შექმნა

საქართველოს ბანკმა ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი პროდუქტი დანერგა. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს „სესხი დამწყები ბიზნესისთვის“ წარუდგინა, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროდუქტის გამოყენება როგორც ახალი საქმიანობის წამოსაწყებად, ასევე 6 თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში მომუშავე საქმიანობის გაფართოვების მიზნითაა შესაძლებელი. ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ბიზნეს მიმართულების წარმომადგენლისთვის.

რაც მთავარია, პროდუქტი სხვა საჭირო ბენეფიტებსაც აერთიანებს, როგორიცაა: უფასო ონლაინ კურსები, რჩევები და შეხვედრები დარგის ექსპერტებისგან, ექსკლუზიური ბიზნეს-შეთავაზებები. ამასთან, პირველი 12 თვის განმავლობაში, მომხმარებელი შეღავათიანი ტარიფით შეძლებს ისარგებლოს ბიზნესპაკეტის ისეთი სერვისებით, როგორიცაა: ავტომატური გადახდები და გადარიცხვები, შეტყობინებები, ბიზნეს ინტერნეტბანკი, ციფრული ბარათი და სხვ.

ვრცლად აღნიშნული პროდუქტის შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3F5kZt7

„საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი მათთვისაა, ვინც საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებას ახლა იწყებს. აღნიშნული პროდუქტით, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მომხმარებელს ბიზნესის საწყის ეტაპზე გამოწვევების გადალახვაში; მივცეთ მოტივაცია, განახორციელონ საკუთარი ჩანაფიქრები და მივაწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია საქმიანობის გასავითარებლად. გარდა საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომისა, მომხმარებელი ასევე შეძლებს ისარგებლობს უფასო სასწავლო კურსებით თუ ექსპერტული რჩევებით, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კორპორაციული ფინანსები, საქართველოში არსებული გადასახადები, მარკეტინგული კვლევები, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები და სხვ. ამ და სხვა პროექტებით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. გვჯერა, რომ მსგავსი სიახლეები დადებითად აისახება ადგილობრივ ბიზნეს-გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა

წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ნოემბრისთვის
შემდეგი სტატიაევროპელ პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას არ აძლევენ