ევროპელ პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას არ აძლევენ

ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალებას არ აძლევს.

პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების საათები 18:00 საათზე იწურება, თუმცა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის 2 დეპუტატი ამ დრომდე ელოდებიან შესაბამის ნებართვას.

“ვიმედოვნებ დღეს შევძლებ სააკაშვილის ნახვას, კვირას დილით ვაპირებ უკან ბრიუსელში გაფრენას. ნამდვილად არ ვიცი მიზეზი, რის გამოც ნებართვა ვერ მივიღე.პატიმრებს ხშირად ვსტუმრობს, მსოფლიოს გარშემო ბევრი პატიმარი მყავს ნანახი, ამიტომ ვიმყოფები აქაც. სააკაშვილის მონახულება პოლონეთისთვის მნიშვნელოვანი იყო”, – თქვა ანა ფოტიგამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად ახალი პროდუქტი შექმნა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია